დისტანციური სწავლების ერთი კვირა 33 სკოლაში


ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2 მარტიდან ყველა სკოლაში შეჩერებულია სასწავლო პროცესი და გამოცხადებულია არდადეგები. მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა გზების მოსაძებნად, რათა უზრუნველყოფილი იყოს ალტერნატიული სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის სასკოლო თემის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს პროცესების მიღმა.

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ყველა კლასისათვის შეიქმნა ვირტუალური სივრცეები Microsoft Teams-პლატფორმის საფუძველზე. 8 მარტიდან 21 მარტამდე თითქმის ყველა კლასის სხვადასხვა საგნებში იყო გაგზავნილი დისტანციური დავალებები. დავალებები მოსწავლეებს მიაწოდეს როგორც Facebook დახურული ჯგუფების საშუალებით, ასევე Microsoft Teams, Kahoot, Edmodo, KhatAcademy-ის გამოყენებით. კოლექტივი იმედივნებს, რომ ამ ძლზე რთულ წამოწყებაში აქტიურად ჩაერთვებიან მოსწავლეები და მათი მშობლები ხელს შეუწყობენ, რათა მოსწავლეებს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან.

დაწყებითი განათლების კათედრის მიერ დადებული დავალებები
ესტეთიკის კათედრის მიერ დადებული დავალებები
ზუსტ მეცნიერებათა კათედრის მიერ დადებული დავალებები
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის მიერ დადებული დავალებები
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის  მიერ დადებული დავალებები
უცხო ენების კათედრის მიერ დადებული დავალებები
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ დადებული დავალებები

მადლობა კოლექტივს დაუზოგავი მუშაობისათვის!!!

Комментарии

  1. საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ ნაყოფიერი კვირა ყოფილა გასული კვირა.

    ОтветитьУдалить
  2. დძალიან მონდომებული და შრომისმოყვარე კოლექტივი.

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

პოპულარული პოსტები

მეცხრე კლასის ნამუშევრები ისტორიაში

შესრულებული კომპლექსური დავალებები გერმანულ ენაში

კომპლექსური მუსიკაში