Сообщения

Показаны сообщения с ярлыком "Minecraft"

Minecraft ბუნების მე-4 კლასის გაკვეთილზე

Изображение
მე-4 კლასში ბუნების გაკვეთილებზე Minecraft-ის დახმარებით შევქმენით ზღვის ღღუბლის საარსებო გარემო, მოვირგეთ აკვალანგისტის როლი და შევქმენით ხმოვანი ჩანაწერების დღიური. ყოჩაღ, ბავშვებო!!!          

Minecraft-ის დანერგვა სასწავლო პროცესში

Изображение
 როგორც იყო უკვე დაანონსებული ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა (მ.ისკაკოვამ, თ.ქობულაძემ, მ.კაკაბაძემ) წარმატებით გაიარეს MindWorks-ის ტრენინგი "Minecraft-ი სასწავლო პროცესში.  2020-21 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასაწყისიდან სკოლაში ტარდება შიდასასკოლო ტრენინგები Minecraft"-ი სასწავლო პროცესში, რომლებსაც კურირებს სკოლის დირექტორი მარინა ისკაკოვა. მოტივირებული პედაგოგები აქტიურად ჩაერთვეს პროექტში და უკვე ცდილობენ დავალებების მიცემაც, სადაც მოსწავლეებმა პრეზენტაცია შესაბამის თემაზე უნდა წარადგინონ Minecraft-ის საშუალებით. მაგალითად, ენერგიის სახეობები, ბუნებისმეტყველება 6 კლ "რაოდენობითი გათვლებზე" 9 კლასის ქიმიის დავალებაა, უნდა შეექმნათ ქიმიური ქვესტი   მათემატიკა, 6 კლასი, მართკუთხა პარალელეპიპედის გვერდითი ზედაპირის ფართობია ისევ მათემატიკა, მე-5 კლასი, დიაგრამების აგება   ბიოლოგია, მე-7 კლასის, ლაბორატორია ბიოლოგია, მე-7 კლასის, საწყისი დავალება, ააშენე სახლი ველოდებით მოსწავლეების ნაშრომებს და შევავსებთ პოსტს

მე-9 კლასი & Minecraft

Изображение
  მე-9 კლასში ქიმიის პირველი კომპლექსური დავალების პირობის მიხედვით მოსწავლეებმა უნდა გაიარონ მასწავლებლის ქვესტი Minecraft-ში, ამოხსნან ამოცანები, დაასურათონ გავლის გზა და დადონ ამოცანების ამოხსნის ხერხი. მომდევნო საფეხურია-მსგავსი ქვესტების შექმნა. დაველოდოთ შედეგებს მარიამ ნაცვლიშვილის სამყარო-ქვესტი This is an embedded Microsoft Office presentation, powered by Office . This is an embedded Microsoft Office presentation, powered by Office .

Minecraft -ის დანერგვა სასწავლო პროცესში

Изображение
  2020 წლის გაზაფხულის ბოლოს სკოლა ჩაერთო ეროვნულ პროექტში "Minecraft სასწავლო პროცესში", რომელსაც ხელმძღვანელობდა Mindworks Georgia -ის ჯგუფი. სკოლიდან ჩართული იყო სამი პედაგოგი: მარინა ისკაკოვა, თამარ ქობულაძე, მაია კაკაბაძე. მასწავლებლის კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა მარინა ისკაკოვა თემით": "Minecraft-ი ქიმიის სწავლებისათვის" ოქტომბრის თვეში სკოლის დირექტორმა მარინა ისკაკოვამ Minecraft-ის დანერგვისთვის დაიწყო შიდა სასკოლო  ტრენინგების ციკლი    პირველი დღე მესამე დღე  

"მავნე ჩვევები" -ის პრეზენტაციები

Изображение
მე-6 კლასის ბუნების გაკვეთილის მიმდინარე თემა იყო "მავნე ჩვევების გავლენა ადამიანის ჯამრთელობაზე". მოძიებული ინფორმაციის წარდგენისათვის მოსწავლეებს შემოვთავაზე რამოდენიმე ციფრული პროგრამა, ერთ-ერთი არის Minecraft Education.       სამყარო "ბარი" ,  ჩენი სამყარო

Minecraft-ის პროექტი

Изображение
კომპანია მაიკროსოფტ საქართველოს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, და კომპანია მაინდვორქსის ჩართულობით, ვიწყებთ სასწავლო პროცესში Minecraft Education Edition-ის პილოტირებას.   ონლაინ სწავლის პროცესი ჩვეულებრივ საკლასო პროცესთან შედარებით განსხვავებულ მოთხოვნებს აყენებს; მათ შორის, მოითხოვს მოსწავლის მეტ თვით-მოტივირებას და თვით-რეგულირებას, სასწავლო რესურსების მეტად გამრავალფეროვნებას, სასწავლო პროცესის მუდმივ ინოვაციას და ინტერაქციისთვის ახალი აქტივობებ ის დამატებას, შეფასების სხვადასხვა ხერხების გამოყენებას დ ა ა.შ.    ჩვენს სკოლაში საპილოტე კლასებად პირველ ეტაპზე არცეულ იქნა მე-6ა (ბუნება) და მე-8ა კლასი (ქიმია) . პროექტის დამნერგავი მარინა ისკაკოვა. მეორე ეტაპზე პროექტში ჩავრთეთ მე-4გ კლასი (ქართული) , პედაგოგი თამარ ქობულაძე აქ მინდა გაგიზიაროთ  მაინკრაფტის დანერგვის  პირველი შედეგები  სასწავლო პროცესში: მზადდება კომპლექსური დავალებები ქიმიაში, ბუნებაში და ქართულ ენაში მოსწავლეები ეჩვევიან ამ პრო...