Minecraft-ის პროექტი

კომპანია მაიკროსოფტ საქართველოს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, და კომპანია მაინდვორქსის ჩართულობით, ვიწყებთ სასწავლო პროცესში Minecraft Education Edition-ის პილოტირებას. 

ონლაინ სწავლის პროცესი ჩვეულებრივ საკლასო პროცესთან შედარებით განსხვავებულ მოთხოვნებს აყენებს; მათ შორის, მოითხოვს მოსწავლის მეტ თვით-მოტივირებას და თვით-რეგულირებას, სასწავლო რესურსების მეტად გამრავალფეროვნებას, სასწავლო პროცესის მუდმივ ინოვაციას და ინტერაქციისთვის ახალი აქტივობების დამატებას, შეფასების სხვადასხვა ხერხების გამოყენებას და ა.შ.  

ჩვენს სკოლაში საპილოტე კლასებად პირველ ეტაპზე არცეულ იქნა მე-6ა (ბუნება) და მე-8ა კლასი (ქიმია). პროექტის დამნერგავი მარინა ისკაკოვა.

მეორე ეტაპზე პროექტში ჩავრთეთ მე-4გ კლასი (ქართული), პედაგოგი თამარ ქობულაძე


აქ მინდა გაგიზიაროთ  მაინკრაფტის დანერგვის პირველი შედეგები სასწავლო პროცესში:

  1. მზადდება კომპლექსური დავალებები ქიმიაში, ბუნებაში და ქართულ ენაში
  2. მოსწავლეები ეჩვევიან ამ პროგრამის გამოყენებას სასწავლო მიზნებისათვის
  3. მოსწავლეები ეუფლებიან თანამშრომლობას ონლაინ სივრცეში
 
 


Комментарии

პოპულარული პოსტები

მეცხრე კლასის ნამუშევრები ისტორიაში

შესრულებული კომპლექსური დავალებები გერმანულ ენაში

კომპლექსური მუსიკაში