სელფის ანალიზი
ინსტრუმენტი მოიცავს
კითხვარებს, რომლის საშუალებითაც სკოლის ლიდერების, მასწავლებლებისა და მოსწავლეეების
მოსაზრებები გროვდება ანონიმურად, მოხალისეობრივ საფუძველზე. შედეგები ინტერაქტიური
რეპორტის სახითაა წარმოდგენილი, რომელიც სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებს ასახავს. სელფი სამ კითხვარს მოიცავს, თითო კითხვარი მომხმარებლის
სამი ჯგუფისთვის: სკოლის ლიდერები, მასწავლებლები და მოსწავლეები.
კითხვების ტიპები თითოეული კითხვარი მოიცავს ძირითად კითხვებს, რომლებიც 6 სექციადაა დაყოფილი: ლიდერობა;ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა; უწყვეტი პროფესიული განვითარება; სწავლა და სწავლება; შეფასებები, მოსწავლეების ციფრული კომპეტენცია;
"რა არის სელფი?
"სელფი" უფასო თვითრეფლექსიის ინსტრუმენტია, რომელიც სკოლებს დაეხმარება შეაფასონ, როგორ იყენებ ციფრულ ტექნოლოგიებს ინოვაციური და ეფექტური სწავლისათვის. "სელფი" სკოლებს საშუალებას აძლევს მომენტალური სურათი დააფიქსირონ თუ ამჟამად სად იმყოფებიან სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, რისთვისაც მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სკოლის ხელმძღვანელების მოსაზრებებს ეყრდნობიან. თვითშეფასების პროცესი სკოლის შიგნით დიალოგის დაწყებას შეუწყობს ხელს გაუჯობესების პოტენციურ ასპექტებთან დაკავშირებით. "სელფი" ასევე საშუალებას აძლევს სკოლას პროგრესის პერიოდული მონიტორინგი განახორციელოს.
რას ზომავს "სელფი"?
მასწავლებლებთან, სკოლის ხელმძღვანელებსა და მოსწავლეებთან დასმული შეკითხვების საშუალებით, "სელფი" ზომავს თუ როგორ გამოიყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლა-სწავლებისთვის სკოლაში. სკოლის ხელმძღვანელების კითხვები ძირითადად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების სასკოლო სტრატეგიებს ეხება. მასწავლებლის კითხვები ძირითადად სასწავლო პრაქტიკის ასახვას მოითხოვს, მოსწავლეებისა კი - ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებასა და სასწავლო პრაქტიკას. თითოეულ სკოლას კითხვების მოდიფიცირება შეუძლია ისეთი კითხვების დამატებით, რომელიც მათ კონტექსტს უფრო ზუსტად შეესაბამება."
მონაწილეები კითხვარს სელფიში შექმნილი ბმულების საშუალებით იღებენ. მონაწილეობა მოხალისეობრივ საფუძველზე და ანონიმურობის დაცვით უნდა განხორციელდეს .
2020-21 წელს სელფი ჩატარდა სკოლის სამივე საფეხურზე, მიღებული შედეგის მიხედვით გამოიკვეთა პრობლემები შემდეგი მიმართულებით:
დაწყებითი საფეხური:
Комментарии
Отправить комментарий