იდეების გენერირება
ჩატარებული სელფის გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე,მასწავლებლების და მოსწავლეების მხრიდან გამოიკვეთა ეფექტური უკუკავშირის გაცემის პრობლემები. საკითხის სიღრმისეული განხილვის მიზნით ლიდერების მიერ დაიგეგმა სამიზნე კლასში შემავალი მასწავლებლებთან შეხვედრა . შეხვედრა ჩატარდა teams-ის პლატფორმის გამოყენებით. მონაწილეებს საშუალება ქონდათ გაზიარებულ White Board-ზე Note-ის სტიკერების გამოყენებით დაეწერათ იდეები.მასწავლებლებმა დაასახელეს ინსტრუმენტები, რომლებსაც იყენებენ საგაკვეთილო პროცესში,გაგვიზაირეს საკუთარი გამოცდილება სხვადასხვა ელექტრონული პროგრამების გამოყენების შესახებ და ასევე ისაუბრეს განმავითარებელი შეფასების გაცემის სიხშირის შესახებ.
იდეების დაჯგუფების შედეგად ჩამოვაყალიბეთ 3 იდეა,რა მიმართულებითაც წარვმართავთ შემდგომი განვითარების პროცესს.
Комментарии
Отправить комментарий