ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონში ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის 33- ე საჯარო სკოლის მე -11 ბ კლასის მოსწავლეებმა : თამარ ფცქიალაძე , ანა წითელიშვილი , ქეთევან მაღლაკელიძე , მარიამ ხარაბაძე . მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნა სტუდენტებისა და მოსწავლეების 22 გუნდი . პროექტის ფარგლებში გუნდებს IX-XX საუკუნის უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის ნიკო ნიკოლაძის ენობრივი ასლის ჩეთბოტი უნდა შეექმნათ . მონაწილეებს მუშაობის პროცესში მენტორობას ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბისა და ჰაკათონის პარტნიორი ორგანიზაციის “ ანიმა ჩეთბოტიქსის ” თანამშრომლები უწევდნენ . კონკურსის ჟიურები : ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე - რექტორი ნინო დობორჯგინიძე , ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი , ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე გ