ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონში ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მე-11 ბ კლასის მოსწავლეებმა:
თამარ ფცქიალაძე,ანა წითელიშვილი,ქეთევან მაღლაკელიძე,მარიამ ხარაბაძე.
მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნა სტუდენტებისა და მოსწავლეების 22 გუნდი. პროექტის ფარგლებში გუნდებს IX-XX საუკუნის უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის ნიკო ნიკოლაძის ენობრივი ასლის ჩეთბოტი უნდა შეექმნათ.მონაწილეებს მუშაობის პროცესში მენტორობას ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბისა და ჰაკათონის პარტნიორი ორგანიზაციის “ანიმა ჩეთბოტიქსის” თანამშრომლები უწევდნენ.
კონკურსის ჟიურები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ნინო დობორჯგინიძე, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილი შედიოდნენ, მონაწილეების მიერ შექმნილი ჩეთბოტები შეაფასეს და გამარჯვებულები გამოავლინეს.
ჩვენი სკოლის გუნდმა ილიაუნის რჩეული სასკოლო გუნდის სტატუსი მოიპოვა.
Комментарии
Отправить комментарий