Selfie 2020-21, მეორე სესია
რა არის სელფი?
"სელფი" უფასო თვითრეფლექსიის ინსტრუმენტია, რომელიც სკოლებს დაეხმარება შეაფასონ, როგორ იყენებ ციფრულ ტექნოლოგიებს ინოვაციური და ეფექტური სწავლისათვის. "სელფი" სკოლებს საშუალებას აძლევს მომენტალური სურათი დააფიქსირონ თუ ამჟამად სად იმყოფებიან სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, რისთვისაც მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სკოლის ხელმძღვანელების მოსაზრებებს ეყრდნობიან. თვითშეფასების პროცესი სკოლის შიგნით დიალოგის დაწყებას შეუწყობს ხელს გაუჯობესების პოტენციურ ასპექტებთან დაკავშირებით. "სელფი" ასევე საშუალებას აძლევს სკოლას პროგრესის პერიოდული მონიტორინგი განახორციელოს.
რას ზომავს "სელფი"?
მასწავლებლებთან, სკოლის ხელმძღვანელებსა და მოსწავლეებთან დასმული შეკითხვების საშუალებით, "სელფი" ზომავს თუ როგორ გამოიყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლა-სწავლებისთვის სკოლაში. სკოლის ხელმძღვანელების კითხვები ძირითადად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების სასკოლო სტრატეგიებს ეხება. მასწავლებლის კითხვები ძირითადად სასწავლო პრაქტიკის ასახვას მოითხოვს, მოსწავლეებისა კი - ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებასა და სასწავლო პრაქტიკას. თითოეულ სკოლას კითხვების მოდიფიცირება შეუძლია ისეთი კითხვების დამატებით, რომელიც მათ კონტექსტს უფრო ზუსტად შეესაბამება.
ვინ არის "სელფის" უკან?
სელფი ევროკომისიის მიერ შეიქმნა ევროპის ქვეყნების საგანმანათლებო ექსპერტების ჩართულობით. 2017 წელს ევროპის მასშტაბით 67000-ზე მეტმა სკოლის ხელმძღვანელმა, მასწავლებელმა და მოსწავლემ ინსტრუმენტის ბეტა ვერსია თავიანთ სკოლებში გამოსცადეს.
Комментарии
Отправить комментарий