11 კლასის ქიმიის დისტანციური ერთ-ერთი გაკვეთილი


დისტანციურ სწავლებას მოჰყვება ძალიან ბევრი პრობლემა. არ გეგონოთ ვინმეს, რომ ეს ძალიან მარტივია: ჩაერთვე და მოუსმინე.
პირველ რიგში, პრობლემა იყო ყველა მოსწავლის დისტანციურად ჩართვა Teams-ის პროგრამაში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სკოლის მოსწავლეთა ექაუნთების ბაზა კიდევ ოქტომბრის თვეში იყო ცნობილი. მაგრამ ეს არ იყო სასიცოცხლო საჭიროება, და შესაბამისად ჯგუფები დაკომპლექტური არ იყო და არც კლასები იყო გააქტიურებული.
კორონა ვირუსმა ქვეყანას ძალიან დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა, მაგრამ ერთი სარგებელიც არის. ის რომ ქვეყნის პედაგოგებმა დაინახეს დისტანციური სწავლება რას ნიშნავს რეალურად ცხოვრებაში, მისი სარგებელი და მისი დანაკლისებიც.
მაგრამ მიუბრინდეთ პირვანდელ პრობლემებს. მეორე პრობლემა იყო ისიც, რომ დარეგისტრირებული მოსწავლეს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან, კომპიუტერთან ან მობილურთან და მას უნდა ჰქონოდა ამ მოწყობილობების გამოყენების შესაბამისი უნარ-ჩვევები. ეს უნარ-ჩვევები გამომუშავდა ნელ-ნელა, მაგრამ პროგრესო აშკარაა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უნდა დახმაროდნენ მათი მშობლები. მშობლებსაც ვასწავლეთ პლატფორმის გამოყენება.
მესამე პრობლემა, ისიც მნისვნელოვანი, ის რომ პედაგოგებს არ ჰქონდათ  დისტანციური სწავლების წარმართვის შესაბამისი ცოდნა და უნარები. დროულად დაიწყო სკოლაში ტრენინგები, ცოდნის გაზიარება და სანამ საერთოდ დავტოვეთ სკოლა და გადავედით კარანტინის ფაზაში, პედაგოგებს შეძლებისდაგვარად მივეცით საწყისი ცოდნა Teams-ის შესახებ, რაც შემდგომ გაგრძელდა უკვე დისტანციურად.
ასე თუ ისე, სკოლაში ტარდება დისტანციური სწავლება, იდება დავალებები, მოსწავლეები ეჩვევიან ონლაინ განრიგს და ცხოვრება მიდის წინ.
მე მინდა შემოგთავაზოტ ერთ-ერთი დისტანციური გაკვეთილის ჩანაწერი, რომელიც დაიწყო ხარვეზებით: მოსწავლემ ვერ ატვირთა დავალება შესაბამის ადგილას, მასწავლებელმა ვერ გახსნა, პრეზენტატორი ვერ გაიღვიძა გაკვეთილისთვის, მაგრამ გადავლახეთ ყველა პრობლემა და გაკვეთილი ჩავატარეთ. განვიხილეთ ონლაინ-ტესტების შედეგები, რომლებიც კეთდება Edmodo-ს პლატფორმაზე, EassyQuizy-ს შემაჯამებელი ტესტების შედეგები და მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია ცხიმების ნაირსახეობების შესახებ, შემდეგ კი მე მათ ავუხსენი რა არის ნახშირწყლები. ვცდილობდი მათი ჩართვას, რომ გაკვეთილი ინტერაქტიული ყოფილიყო!
ყველაფერი დალაგდება!!!!!

Комментарии

პოპულარული პოსტები

მეცხრე კლასის ნამუშევრები ისტორიაში

შესრულებული კომპლექსური დავალებები გერმანულ ენაში

კომპლექსური მუსიკაში